ორთქლით
წმენდა

პროფესიონალური წმენდა და დეზინფექცია მაღალი ტემპერატურის მქონე ორთქლის აპარატებით. სიღრმისეული ლაქებისა და არასასიამოვნო სუნის უსაფრთხოდ გაქრობა.
იმის გამო რომ ორთქლით წმენდა სრულიად გამორიცხავს ქიმიური საშუალებების გამოყენებას, ეს პროცესი არ საჭიროებს დამატებით ნებართვებს საწმენდ ნაგებობებზე და წყალჩასადინრებზე. ორთქლის აპარატები საიმედოდ, ბოჭკოების დონეზე დაასუფთავებენ ყველაფერს.
მოწყობილობები 99.99% ეფექტურობით უმკლავდებიან ბაქტერიებს და ქმნიან მაქსიმალურად ჰიგიენურ და ჯანმრთელ გარემოს.

dich-vu-giat-ghe-ok

ავეჯის წმენდა

გთავაზობთ სამეულების, როგორც ტყავის, ასევე რბილი ნაჭრის მატერიის ქიმწმენდას. დასუფთავებასთან  და ლაქების ამოყვანასთან ერთად ხდება დეზინფექციაც. სპეციალური აპარატით, ხსნარის შეფრქვევის შემდეგ ან მის გარეშე, მუშავდება სტრუქტურა, შემდეგ ძლიერი წყლის სატუმბ აპარატს მატერიიდან ამოაქვს დაბინძურებული წყალი და ოთახის ტემპერატურაზე შრება გარკვეულ დროში.

interior-steam-mobile-car-wash-sydney

ავტომობილის სალონის წმენდა

წყლის ჭავლით რეცხვისგან განსხვავებით წნევის ქვეშ ორთქლით რეცხვა არ აზიანებს ავტომობილის ლაქ-საღებავის თხელ საფარს. ორთქლგენერატორის არსებობის წყალობით საშუალება გეძლევათ სალონის მშრალი გაწმენდის შესაძლებლობის გამოყენებით,  სრულ წესრიგში მოიყვანონ საკუთარი ავტომობილები. სიგარეტის ბოლის შემდეგ სალონი კარგად სუფთავდება არასასიამოვნო სუნისგან.

steam-1280x720

ავტომობილის ძრავის წმენდა

აშორებს მტვერს, ჭუჭყს, ბიტუმის ლაქებს, აცილებს მწერებს, ნამწვს, ცხიმოვანლაქებს, ზეთოვან ნაღვენთებს, ასუფთავებს ელექტროგაყვანილობას. ტარდება სრული ეკოლოგიური დეზინფექცია, სუნის და მისი გამომწვევი ბაქტერიების მოშორება, სრულდება კონდიციონერისა და ვენტილაციის ჰაერსადენების წმენდა და დეზინფექცია, ტარდება ძნელად მისაწვდომი ადგილების წმენდა და ანტიალერგიული დამუშავება.

carpet

ხალიჩების წმენდა

წმენდას ვახდენთ სპეციალური ხსნარით ან მის გარეშე, წყლის წნევითა და ორთქლით, რომელიც არ აზიანებს ხალიჩას, არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში და აქრობს სუნს; ჩვენი შესრულებული სამუშაოს შემდეგ, ხალიჩაზე 98.1% ბაქტერია განადგურებული იქნება.

Canva-Woman-cleaning-kitchen-with-steam-cleaner-900x520

მყარი ზედაპირის წმენდა

წნევის ქვეშ ორთქლი აღწევს ყველაზე ძნელად მისაწვდომ ადგილებში. ასეთი ზემოქმედების უნარი არ გააჩნია რეცხვის არც ერთ ტექნოლოგიას. მოწყობილობა წმენდს და ასუფთავებს შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერს, რბილ იატაკსა და ავეჯს, ლამინატისა და სხვა მყარი იატაკების ნებისმიერ საფარს. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ადგილზე მობილური ეკიპაჟის გამოძახებით.

cheapest_steam_cleaning_aircon__mattress__carpet__sofa_1552350415_3742ee95_progressive

კონდიციონერის წმენდა

კონდიციონერის წმენდა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ის პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯამრთელობასთან, ამავდროულად ამ საქმეს ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. კონდიციონერი წელიწადში, მინიმუმ 2 ჯერ უნდა გაიწმინდოს და სასურველია ეს საქმე ანდოთ პროფესიონალებს.

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.