ეზოს მოვლა
და დასუფთავება

ეზოს მოვლა, გამწვანება, დასუფთავება, დეკორატიული მცენარეების დარგვა, ეზოს დიზაინი, გაზონის დაგება-დათესვა, ხის მოჭრა-გადატანა, კომპიუტერული ან მექანიკური სარწყავი სისტემის მონტაჟი, მებაღის მომსახურება, გასხვლა, ფილების დაგება, ფოთლების მოგროვება დანადგარით, აუზის წმენდა, ღობის მონტაჟი, შეღებვა, გათიბვა, ნაგვის გატანა და ა.შ. 
მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ კორპუსის, კერძო სახლის, აგარაკისა თუ სახურავის ეზოებში, თბილისში ან მის მიმდებარედ.

blog1-1000x576

გამწვანება

გრუნტის სათანადოდ მომზადება, ადგილობრივი მიკროკლიმატისა და ნიადაგის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი საჭირო შემადგენლობით უზრუნველყოფა, – თუ საჭიროა განოყიერება, – მხოლოდ უმაღლესი ხარისხის თესლის გამოყენება და ეს ყოველი ტექნოლოგიური პროცესის მკაცრი დაცვითა და სათანადო თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით.
შესასრულებელი სამუშაოების პროექტირება; ლანდშაფტური დიზაინის კონცეფციის დამუშავება ყველა კონკრეტული ადგილმდებარეობისათვის.; მზა გაზონის წარმოება; ჰიდროთესვა; გამწვანებული ნაკვეთის მოვლა

unnamed (1)

სარწყავი სისტემები

სარწყავი სისტემის პროექტები ჩვენთან იგეგმება სეზონის ყველაზე ცხელ პერიოდში ან სხვა დროსაც – შეთანხმებისამებრ, კონკრეტული მცენარის წყლის მოთხოვნის გათვალისწინებით, კონკრეტული რეგიონისა და მიწის სტრუქტურის მიხედვით, ეს ყოველივე მნიშვნელოვანია ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად. ირიგაციის დახმარებით, მცენარეებს დროულად მიეწოდება საჭირო რაოდენობის წყალი, რომელსაც მცენარე ვერ იღებს ნალექებით. ირიგაციის ბევრი მეთოდი არსებობს. რომელიმე მათგანის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, სწორია თუ არა ნაკვეთი, ასევე მცენარის სახეობაზე, ნიადაგის ქიმიურ და ფიზიკურ მახასიათებლებზე, სარწყავი წყლის რაოდენობასა და ხარისხზე

დეკორატიული მცენარეები

დეკორატიული მცენარეებს იყენებენ ქალაქებისა და სხვა დასახლებული ადგილების გასამწვანებლად, ბაღების, პარკებისა და სკვერების გასაფორმებლად, საწარმოო დანიშნულების შენობებისა და საცხოვრებელი სახლების გასალამაზებლად. მათ აქვთ დაცვითი, სანიტარულ-ჰიგიენური და სხვა მნიშვნელობაც. დეკორატიული მცენარეები გამოირჩევა ლამაზი ფორმით, ფოთლების, ყვავილების, ნაყოფის ფერისა და ფორმის ნაირსახეობით, მერქნით და სხვა. ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით იყოფა რამდენიმე ჯგუფად: ხეები და ბუჩქები, მრავალწლოვანი, ორწლოვანი, ერთწლოვანი, ბალახოვანი, მარცვლოვანი, ბოლქვოვანი და სხვა მცენარეები.

ეზოს დიზაინი

ლანდშაპტის დიზაინი აგარაკზე მნიშვნელოვანი ელემენტია, ლამაზი და მყუდრო ატმოსფეროს შექმნისას. სანამ გადაწყვიტავთ, თუ რა გჭირდებათ კონკრეტულად, აუცილებელია შექმნათ გეგმა, სადაც იქნება მთლიანი ეზო დაყოფილი ზონებად. როდესაც ჩამოყალიბდებით იმაში თუ რა გჭირდებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ გეგმარება; ამისთვის უნდა შექმნათ გეგმა და თითოეულ ზონას მიამაგროთ დიზაინის ელემენტი ან რამოდენიმე ელემენტის შერწყმა. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს ფანტაზიასა და ფინანსურ შესაძლებლობაზე.

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.