გენერალური დასუფთავება

ოფისის დალაგება

რემონტის შემდგომ დალაგება​

ეზოს დალაგება

სამშენებლო ნარჩენების გადაყრა

იატაკის რეცხვა გაპრიალება

ფასადის წმენდა

დეზინფექცია

დერატიზაცია და დეზინსექცია

დერატიზაცია და დეზინსექცია – არსებობს მავნებლების გავრცელების პრევენციის სხვადასხვა ფორმა: შხამ-ქიმიკატების გამოყენება, მექანიკური გადაწვეტილებები, შეღწევადობის შეზღუდვა და სხვა. მთავარი მიზანი არის მავნებლის აქტივობის თავიდან აცილება და შემდგომ მუდმივი პრევენცია. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი საქმიანობა მოიცავს ბრძოლას მავნებლების წინააღმდეგ, სანიტარულ ინსპექციას, მონიტორინგს, აგრეთვე მწვანე ნარგავების დაცვას.

დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, ვირუსთან საბრძოლველად ეფექტურია შემდეგი ქიმიური ნივთიერებების კონცენტრატები:
ეთანოლი, ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, პოვიდონ-იოდი, გლუტარალდეჰიდი, იზოპროპანოლი, ბანზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიტი, ფორმალდეჰიდი

ბინა, სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი, ოფისი, საწარმო, კოტეჯი, აგარაკი, სავაჭრო და საზოგადოებრივი
კვების ობიექტი, 
ავტოფარეხი, სარდაფი, სადარბაზო, ავტომობილი, ავეჯი, ტექნიკა, ვენტილაცია

პროფესიონალური ბრძოლა
მავნებლებთან, მღრნელებთან, ბაქტერიებთან, მწერებთან, აგრეთვე ჭუპრებთან და კვერცხებთან, ვირთხებთან, ტარაკნებთან, ტკიპებთან, ბუზებთან, 

  • უფასო სატელეფონო კონსულტაცია
  • ობიექტზე ვიზიტი და დაბინძურების ხარისხის შეფასება
  • მომსახურება ჩვენი საწმენდი საშუალებებითა და მოწყობილობებით
  • სამუშაოს პროცესისა და დასრულების მონიტორინგი
  • ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება ან მიღება-ჩაბარების აქტი
  • გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ერთიანად ან ეტაპობრივად
  • ჩვენი მომსახურების დაზღვევა ნივთის დაკარგვა-დაზიანების შემთხვევაში
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლებითა და ეკონომიკის სამინისტროს გაიდლაინებით სავალდებულოა დეზინფექციის ჩატარება სამუშაო სივრცეებში, რადგან არსებობს COVID-19-ის გავრცელების მაღალი რისკი. გარდა ამისა, ყველგან გვხვდება სხვადასხვა ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და სხვა პათოგენური მიკროფლორა. უხილავმა ამ მცირე მიკროორგანიზმებმა, შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ინდივიდუალურად თითოეული ადამიანის საკმაოდ საშიში დაავადებები, არამედ ეპიდემია, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი საზოგადოების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ნებისმიერი დაავადების პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე შემდგომ მისი მკურნალობა. სწორედ ამ მიზნით ხორციელდება დეზინფექცია. განსაკუთრებით საშიშია მცირე პარაზიტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მრავალი ადამიანი იკრიბება საერთო საჭიროების გამო.
მნიშვნელოვანია რომ სამუშაო სივრცის დეზინფექცია მოხდეს ხშირი პერიოდულობით, რადგან შესაძებელია, რომ COVID-19 და სხვა ინფექციები ადამიანებში მიმდინარეობდეს ნიშნების გარეშე, ხოლო მათ მიერ შესაძლებელია ვირუსი მოხვდეს ზედაპირებებზე, ამრიგად პროფესიონალური სადეზინფექციო საშუალებების ხშირი გამოყენება ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
დეზინფექცია ძალიან ეფექტურია, არა მხოლოდ ეპიდემიების დროს, არამედ იგი აქტუალურია არაეპიდემიურ პერიოდებშიც. ის მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ სივრცეებისა და ზედაპირების გაწმენდას სხვადასხვა პათოგენებისგან. ზედაპირების კვალიფიციური დამუშავება ხელს უწყობს ყველა ცნობილი ვირუსისა და ბაქტერიის მოცილებას, მათ შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსსაც კი და ასევე ვირუსული ჰეპატიტის ყველა ფორმას. სწორედ ეს არის სადეზინფექციო სამუშაოების ღირსება, რაც მას ძალზე აქტუალურს და მნიშვნელოვანს ხდის.
ძალიან მნიშვნელოვანია დეზინფექციის ჩატარება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ბავშვთა სასწავლო დაწესებულებებში, საწარმოებში, ოფისებში და საზოგადოებრივ ადგილებში. განსაკუთრებით სწრაფად სწორედ ასეთ დაწესებულებებში ვრცელდება სხვადასხვა ბაქტერიები და ვირუსები, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში პრევენციულ ზომებს უპირველესი მნიშვნელობა აქვთ.
დეზინფექციას აქვს მაღალი პრევენციული ეფექტი, ვირუსების გავრცელების წინააღმდეგ. საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ სეზონური ვირუსების დროს დეზინფექციის ჩატარება სამუშაო სივრცეებში 30%-მდე ამცირებს თანამშრომელთა მიერ ბიულეტენით გაცდენილ დღეებს.

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.