კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  • Home
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა


 

ჩვენ ვაფასებთ ამ ვებგვერდზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.

პერსონალური მონაცემები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამავე კანონის შესაბამისად, განიმარტება, როგორც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

 

ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა. წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ რომ მას გაეცნოთ რეგულარულად.

რატომ აგროვებთ ჩემს მონაცემებს?
ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს, იმ მიზნით, რომ მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურება, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქცია და სერვისები, გამოგიზავნოთ შეტყობინებები, შეთავაზებები და ინფორმაცია აქციების შესახებ, დავიცვათ როგორც ჩვენი და მესამე მხარის
უფლებები და ინტერესები, ასევე მოქმედი კანონმდებლობა.

როგორ აგროვებთ ჩემს მონაცემებს?
თქვენ პირადად გვაწვდით აღნიშნულ ინფორმაციას. ინფორმაცია ასევე მოგვეწოდება cookie ფაილების (cookies) და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით, ჩვენი პროდუქტების ან ვებგვერდის გამოყენებისას, ამასთან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ თქვენი

მონაცემები მესამე პირებისგან.

რა ინფორმაციას აგროვებთ ჩემ შესახებ?
ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ თქვენზე ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მონაცემები თქვენი მოქმედი თუ ყოფილი დამსაქმებელის შესახებ, IP მისამართი, მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობა, ფინანსური და გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია თქვენს წარსულ და მიმდინარე სხვადასხვა ვალდებულებებზე.

ვინმეს უზიარებთ ჩემს მონაცემებს?
თქვენი მონაცემები მიუწვდომელია ყველა მოქალაქესათვის და ხელმისაწვდომია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მხოლოდ სასამართლო განკარგულების არსებობის შემთხვევაში. თქვენი მონაცემები გადაეცემა მესამე პირებს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავყიდით ჩვენს ბიზნეს მთლიანად ან ნაწილობრივ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

რა უფლებები მაქვს ჩემს მონაცემებთან დაკავშირებით?
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები გვაქვს თქვენ შესახებ, ასევე თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების შესწორება და იმ მონაცემების განადგურება, რომელიც კანონმდებლობისა და ჩვენი შიდა რეგულაციების თანახმად აღარ არის საჭირო რაიმე მიზნისათვის. 

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?
მიიჩნევა რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით ჩვენთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.

საკონტაქტო საშუალებები 
ჩვენ შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ ნებისმიერი თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ან/და ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის საშუალებით. ასევე, შეგვიძლია წერილი გამოგიგზავნოთ ნებისმიერ თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ან/და ჩვენს მიერ მოძიებულ სამსახურის ან/და საცხოვრებელ ფაქტიურ და რეგისტრაციის მისამართზე, სანამ უარს არ განაცხადებთ.

 

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.