გენერალური დასუფთავება

ოფისის დალაგება

რემონტის შემდგომ დალაგება​

ეზოს დალაგება

სამშენებლო ნარჩენების გადაყრა

იატაკის რეცხვა გაპრიალება

ოჯახის დამხმარე (დიასახლისი)

ფასადის წმენდა

ტექნიკური მომსახურება

სანტექნიკა და ელექტროობა

პროფესიონალური მომსახურება

ცნებაში „ტექნიკური მომსახურება“ – ჩვენ ვდებთ რამდენიმე ბაზურ ელემენტს, ისეთებს, როგორებიცაა: დიაგნოსტიკა, პროგრამირება, მომსახურეობა და ნებისმიერი დონის სირთულის რემონტი (შეკეთება). 
ჩვენი ტექნიკური სამსახური არის მაღალპროფესიონალური მობილური ქვედანაყოფი, რომლის სპეციალისტებს აქვთ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც შეძენილია მრავალი წლების განმავლობაში, რეალურ რეჟიმში მუშაობით. ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე! 

ჩვენი მუშაობის პრინციპები:

  • გეგმიური ან არაგეგმიური ტექნიკური მომსახურება ხორციელდება ტექნიკური მომსახურებს ჩატარების მოთხოვნით გამოგზავნილი განაცხადების საფუძველზე, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
  • ტექნიკური მომსახურების დაწყებამდე კლიენტს ეცნობება სამუშაოთა მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება, სახარჯი მასალებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულება (წარედგინება ანგარიში).
  • ზეგეგმითი (ავარიული) სარემონტო სამუშაოები ტარდება გამოგზავნილი განაცხადების საფუძველზე უმოკლეს ვადებში, მათ ღირებულებას კლიენტი იხდის სარემონტო სამუშაოების მთელი კომპლექსის ჩატარების შემდეგ.
  • არც ერთი სამუშაო, მათ შორის დამატებითი, არ ტარდება კლიენტის თანხმობის გარეშე.

წყალსადენ-კანალიზაციის შიდა და კერძო ქსელების საავარიო და სარემონტო სამუშაოების შესრულება; ტრაპისა და მილების გაწმენდა, ჭის ამოტუმბვა, ონკანისა და უნიტაზის შეკეთება, კაბინისა და სარეცხ. მანქანის შეკეთება

მონტაჟი, დემონტაჟი და შეკეთება: ნათურა, დროსელი, ჭაღი, სანათი, პროჟექტორი, მანათობელი ყუთი, როზეტი, სადენი, მრიცხველი, დეტექტორი, გენერატორი, ელ. შედუღება, გალოგენები, ელექტროფარი, დაქსელვა და ა.შ.

კედელზე მონტაჟი/დამაგრება: ტელევიზორის, კონდიციონერის, გამწოვის, თაროების, კარნიზის და პლინტუსის, შტეფსელის, წყლის გამათბობელისა და სხვა დეტალების.

სხვადასხვა ტექნიკის ტექნოლოგიური პროცესების ღრმა ცოდნა ჩვენს სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს იყვნენ ექსპერტები არა მხოლოდ ტექნიკის სერვისის/შეკეთების საკითხში, არამედ შეუძლიათ გასცენ რეკომენდაციები და შესთავაზონ ტექნიკური გადაწყვეტილებები ყიდვის, დამოუკიდებლად შეკეთებისა და გამოყენების პროცესში. კომერციულ ფართებში ან ქარხნებში, სწორი ტექნიკური მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოო შედეგს წარმოადგენს დანადგარის რესურსის ზრდა და მისი მაღალი ეფექტურობა, რომელიც არის ჩვენი კლიენტების წარმატებული ბიზნესის საწინდარს.

  • უფასო სატელეფონო კონსულტაცია
  • ობიექტზე ვიზიტი და შესასრულებელი საქმის შეფასება
  • მომსახურება ჩვენი მოწყობილობებით
  • სამუშაოს პროცესისა და დასრულების მონიტორინგი
  • ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება ან მიღება-ჩაბარების აქტი
  • გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ერთიანად ან ეტაპობრივად
  • ჩვენი მომსახურების დაზღვევა ნივთის დაკარგვა-დაზიანების შემთხვევაში

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.