კომპანიის შესახებ

ჩვენი საქმიანობა

კომპანია “სუფთა 24” წარმოადგენს დასუფთავების სამსახურს, რომელიც 2015 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში.
დასუფთავების გარდა, მომხმარებელს ვთავაზობთ ტექნიკურ სამუშაოებსაც, როგორიც არის: ელექტროობა, სანტენიკა, საკეტის გახსნა და მცირე სარემონტო საქმიანობა.

კომპანიის ზრდა ლიდერის პოზიციებამდე განაპირობა ფასეულობების შექმნამ. დღითიდღე პროდუქციისა და მომსახურების განვითარებაზე მუშაობით, ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველაზე საპასუხისმგებლო კლიენტების მოთხოვნებს. ჩვენი მიზანია – შევქმნათ და გავაფართოვოთ ღირებულებები, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან თანამშრომლობას და ნდობას ჩვენს მომხმარებელთან. ჩვენ ვზოგავთ ჩვენი კლიენტების დროს, ვპოულობთ საუკეთესო და ყველაზე მომგებიან გადაწყვეტილებებს – არასტანდარტულ სიტუაციებშიც კი. 
იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ მივიღეთ ადგილობრივ ბაზარზე მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ნათლად გვაჩვენა რომ ჩვენი პროგრესის წინაპირობა არის ახალი, – ინოვაციური პროდუქცია, მომსახურების ხარისხი და პასუხისმგებლობა.

  • გადახდის ეტაპობრივი სისტემა
  • ფასდაკლება რამოდენიმე მომსახურების შეძენისას
  • უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
  • შესრულებული საქმის ხარისხის კონტროლი
  • კონსულტაცია და რეკომენდაციების გაცემა
  • შესასრულებელი საქმის ადგილზე შეფასება
  • ინდივიდუალური / კომპლექსური მიდგომა
  • უნაღდო ანგარიშსწორება
  • უნივერსალური სპეციალისტები
  • მომსახურება ხელშეკრულებით

რა არის ჩვენი მისია?

ჩვენი მისია წარმატებული და ეფექტური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლისთვის - ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებაა.

რა არის ჩვენი მიზანი?

ჩვენი მიზანია მიღებული გამოცდილებისა და მოქნილობის ხარჯზე, ხარისხიანი პროდუქციისა და კომპლექსური მომსახურების შეთავაზებით - გავხდეთ საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორი.

რა არის ჩვენი ხედვა?

ჩვენი ხედვა ეფუძნება მომხმარებელთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.